არჩევნები 2021

მდინარაძე მელიაზე: ძალიან გაწონასწორებულ კობახიძეს გამოსტყუა დედის გინება

როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარცენია მხოლოდ დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. 

თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღაე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყავანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან. 

კომენტარები