კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 016 შემთხვევა, ჩატარდა 29 798 ტესტი

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 798 ტესტი და დადასტურდა 2 016 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 024 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.76%, ბოლო 14 დღის - 6.92%, ბოლო 7 დღის - 6.48%.

ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან თბილისში 708 გამოვლინდა, აჭარაში - 130, იმერეთში – 289, ქვემო ქართლში – 145, შიდა ქართლში – 103, გურიაში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 188, კახეთში –  301, მცხეთა-მთიანეთში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 600 412 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 664 და გამოჯანმრთელდა 567 797 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები