სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ყველა ციხეში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება. თუმცა, ხანგრძლივ პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. ასევე, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო. ამ ეტაპზე მათი 80% სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი, 65% კი ორჯერადად. რაც შეეხება პერსონალს, სპეციალური პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 92% სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო 77% - სრულად.