ოკუპირებული ცხინვალი

ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება გააფორმა

ანატოლი ბიბილობი და ვლადიმირ პუტინი

სააგენტო Рес-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმდა შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. 

შეთანხმება ორშაბათს, 20 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, დიმიტრი მედოევსა და ცხინვალში მყოფ რუსეთის ელჩს, მარატ კულახმეტოვს შორის გაფორმდა. 

შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება რუსეთის მოქალაქეობის მიღება. შეთანხმება 5-წლიანია და ვადის გასვლის შემდეგ, ავტომატურად 5 წლით გახანგრძლივდება, თუ ერთ-ერთმა მხარემ, ბოლო ვადამდე 6 თვით ადრე, მეორე ცვლილების შესახებ არ გააფრთხილა.

შეთანხმებას ხელი მოეწერა მარიონეტული რეგიონის ე.წ. რესპუბლიკის დღეს.

კომენტარები