არჩევნები 2021

ჯაფარიძე: ქართულ ოცნებას დარჩა მხოლოდ ფული და პოლარიზაცია, სხვა რესურსი არ გააჩნიათ

ქართულ ოცნებას დაპირებების გაცემის რესურსიც აღარ აქვს. ძაან ზღაპრებში არიან გადასული. გუშინ თქვეს, კუნძულს ვაშენებთო შავ ზღვაში, სიგიჟე იყო ეს განცხადება. სადღაც რომ ჩადიან არაფერი დარჩათ სათქმელი იმის გარდა, რომ ეს ადგილი გახდება ტურისტული ცენტრი.

ერთადერთი რაც დარჩათ არის ფული და პოლარიზაცია და ამის მცდელობა, რომ რაღაცნაირად ხმები გაიყოს და მიშას ჩამოსვლით შეშინებული ხალხი ისევ წამოვიდეს ოცნებისკენ. ეგენი რომ გამოვიდნენ და რაღაც სერიოზული დაპირებების გაცემა დაიწყონ, არავის აღარ სჯერა. მეტი სვლებიც აღარ აქვთ და ამიტომ არიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები