EMMY

THE CROWN-მა ემის 11 ჯილდო მოიპოვა

Deadline

19 სექტემბერს ამერიკის უმაღლესი სატელევიზიო ჯილლდოს, ემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი Netflix-ის სერიალი The Crown გახდა. სატელევიზიო შოუმ ემის ისტორიაში პირველად დრამის შვიდივე კატეგორიაში გაიმარჯვა. სერიალმა ასევე ოთხი ტექნიკური ემის ჯილდო გასულ კვირას მიიღო. მეორე ადგილს ოთხი გამარჯვებით კომედიური სერიალი Ted Lasso იკავებს.

The Crown-მა ჯილდოები შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა:

საუკეტესო დრამატული სერიალი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში - ჯოშ ო'კონორი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში - ოლივია კოლმანი

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი დრამატულ სერიალში - ჯილიან ანდერსონი

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი დრამატულ სერიალში - ტობიას მენზისი

საუკეთესო დრამატული რეჟისორი - ჯესიკა ჰობსი

საუკეთესო დრამატული სცენარი - პიტერ მორგანი

გვირგვინი მიმდინარე სერიალია, რომლის პირველი სეზონი 2016 წელს გამოვიდა. შოუ ბრიტანეთის სამეფოს მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ს ბიოგრაფიას ეფუძნება. The Crown-ს გასულ წლებში სამი ემი და შვიდი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული.

კომენტარები