EMMY

ემჯეი როდრიგესი პირველი ტრანსგენდერი ქალია, ვინც მთავარი როლისთვის ემის ნომინაცია მიიღო

Variety

სერიალ The Pose-ის მსახიობი, ემჯეი როდრიგესი პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლის კატეგორიაში ემის ნომინაცია მიიღო.

"კოლეგების მიერ ჩემი აღიარება უდიდესი პატივია. მე ვარ ადამიანი, მინდა მსოფლიომ გამიცნოს და მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ". – ამბობს მსახიობი.

როდრიგესის პერსონაჟი, ბიანკა სერიალ The Pose-ის მთავარი გმირია. 80-იანი წლების ნიუ-იორკის LGBTQ+ თემზე გადაღებული სერიალი 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს, მესამე სეზონით დასრულდა. მოკლე დროში შოუმ კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება, ასევე არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ემი და ოქროს გლობუსის რამდენიმე ნომინაცია მოიპოვა.

2019 წელს The Pose-ის კიდევ ერთმა მსახიობმა, ბილი პორტერმა ემი მოიპოვა. პორტერი ემის ისტორიაში პირველი ღიად გეი შავკანიანი კაცი გახდა, რომელმაც საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში გაიმარჯვა.

როდრიგესმა პირველი როლი 2012 წელს, სერიალ Nurse Jackie-ში შეასრულა. მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებსა და სერიალებში – The Carrie Diaries, Luke Cage, Adam, Saturday Church.

კომენტარები