2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია.
საუკეთესო შედეგით, 7 ჯილდოთი დაჯილდოების ცერემონია დაასრულა Netflix-ის ისტორიულმა სერიალმა The Crown. შოუმ ემის ისტორიაში პირველად ყველა დრამატულ კატეგორიაში გაიმარჯვა. ერთი კვირით ადრე გამართულ ემის ტექნიკურ დაჯილდოებაზე გვირგვინმა დამატებით ოთხი ემი მიიღო. მეორე ადგილზე კომედიური სერიალი ტედ ლასო გავიდა 4 ჯილდოთი.
ტელეკომპანიებს შორის ყველაზე მეტი, 9 ჯილდო Netflix-მა მოიპოვა. 5 ჯილდოთი მეორე ადგილზეა HBO.
წლევანდელი ემის დაჯილდოების ცერემონიის გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:
საუკეთესო დრამატული სერიალი
The Crown
საუკეთესო კომედიური სერიალი
Ted Lasso
საუკეთესო მინისერიალი
Queen's Gambit
საუკეთესო ტელეგადაცემა, რომელიც მოიცავს კონკურსს
RuPaul's Drag Race
საუკეთესო თოქ შოუ
Last Week Tonight with John Oliver
საუკეთესო სკეტჩ შოუ
Saturday Night Live
საუკეთესო Live გადაცემა
Stephen Colbert's Election Night 2020: Democracy's Last Stand Building Back America Great Again Better 2020
საუკეთესო წინასწარ ჩაწერილი გადაცემა
Hamilton
საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიაში
ჯეისონ სუდეკისი – Ted Lasso
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიაში
ჯინ სმარტი – Hacks
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
ჯოშ ო'კონორი – The Crown
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
ოლივია კოლმანი – The Crown
საუკეტეშო მსახიობი კაცი მინისერიალში
ევან მაკგრეგორი – Halston
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში
ქეით უინსლეტი – Mare of Easttown
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი კომედიაში
ბრეტ გოლდშტეინი – Ted Lasso
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი კომედიაში
ჰანა ვედინგჰემი – Ted Lasso
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი დრამაში
ტობიას მენზისი – The Crown
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი დრამაში
ჯილიან ანდერსონი – The Crown
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი მინისერიალში
ევან პიტერსი – Mare of Easttown
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი მინისერიალში
ჯულიან ნიკოლსონი – Mare of Easttown
საუკეთესო დრამატული რეჟისორი
ჯესიკა ჰობსი – The Crown
საუკეთესო კომედიური რეჟისორი
ლუჩია ანიელო – Hacks
საუკეთესო მინისერიალის რეჟისორი
სკოტ ფრენკი – Queen's Gambit
საუკეთესო სცენარისტი, კომედია
ლუჩია ანიელო, პოლ დაუნსი, ჯენ სტატსკი – Hacks
საუკეთესო სცენარისტი, დრამა
პიტერ მორგანი – The Crown
საუკეთესო მინისერიალის სცენარი
I May Destroy You
საუკეთესო ტელეშოუს სცენარი
Last Week Tonight with John Oliver