ფარული მოსმენა

მეუფე სტეფანე მასალებზე: რა სამართლებრივ ბრძოლაზე მეუბნებით, რა არის სამართლებრივი ამაში?

რატომ ლაპარაკობთ თქვენ სუს-ის ჩანაწერებზე, როდესაც არის უბრალოდ რაღაცები, რომელსაც არანაირი წარმომავლობა არ აქვს რეალურად დამტკიცებული. რაღაცებზე მეუბნებით რომ ვიჭორაოთ ჩვენ. მე იმას არ აღვიქვამ რაღაც ფაქტობრივ მასალას. არარსებული ორგანიზაციის არარსებულ თანამშრომლებთან მაქვს რაღაც დაბრალებული და მე რა უნდა ვილაპარაკო, ან რა სამართლებრივ ბრძოლაზე მეუბნებით. რა არის სამართლებრივი საერთოდ ამ საკითხში?  

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კითხვაზე, აპირებს თუ არა ის სამართლებრივ ბრძოლას 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.  

კომენტარები