არჩევნები 2021

ხოშტარია ბანერებზე: ოცნების პრიორიტეტი არა აცრა, არამედ ხალხში სიძულვილის ჩანერგვაა

დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისში გაკრულ ბანერებზე ამბობს, რომ ქართული ოცნების პრიორიტეტი არა მოქალაქეების აცრა, არამედ მათში სიძულვილის ჩანერგვაა. ოცნებამ ოპოზიციაზე ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.  

"ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წინასაარჩევნო ისტერიას, ხელისუფლების დაკარგვის შიშს. ყველაზე მძიმე რაც არის - ისინი მზად არიან, რომ ამისთვის წავიდნენ სიძულვილის ფრქვევაზე. ძალიან მძიმე, და, მე ვიტყოდი, ტრაგიკული არის ის, რომ ეს ბანერები გაეკრა ვაქცინაციის ბანერებზე. ანუ, ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არის არა ის, რომ ხალხი აიცრას, არამედ ის, რომ ხალხს ჩაუნერგონ სიძულვილი. პირველ რიგში, ეს მეტყველებს ამ ხელისუფლების მდაბიო დამოკიდებულებაზე, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს ნებისმიერი ამომრჩევლის, ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფაა". - ამბობს ელენე ხოშტარია. 

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას ბანერებზე რეაგირება არ ექნება, რადგან, მისივე სიტყვებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს. ის ამტკიცებს, რომ ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, [ბანერები] მადლიერი ხალხის საჩუქარია ოპოზიციისთვის".

მსგავსი შინაარსის ჰომოფობიური პლაკატები თბილისში ივლისშიც გამოაკრეს

კომენტარები