ფარული მოსმენები

სუს-თან გირჩი-მეტი თავისუფლებას აქციაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გირჩი-მეტი თავისუფლებას აქციაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები - ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ყურუა და მოსიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

ბორის ყურუა საბურთალოზე ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატია, ნიკა მოსიაშვილი კი - დიდუბეში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პარტიის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს. აქცია-პერფორმანსი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს უკავშირდება, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.

 

კომენტარები