ფარული მოსმენები

ვოლსკი მასალებზე: გიორგი გახარია მართლაც არის ამის გამკეთებელი

ტაბულა

"გიორგი გახარია მართლაც არის ამის გამკეთებელი". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე საუბრისას. 

"სამწუხაროა, რომ მე მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ადამიანი, გიორგი გახარია მყავს მხედველობაში, რომელმაც სახელმწიფოსთვის საგანგებოდ დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა, მართლაც არის იმის გამკეთებელი, რაზედაც დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი საუბრიბს. 

არან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ არა მარტო ასეთ მასალაზე, არამედ ასეთი მასალის შექმნის საშუალებებზე დარესურსებზე". - აბობს გიორგი ვოლსკი.

მასალებზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანისვილის ჩართულობასთან დაკავშირებით ვარაუდი გამოთქვეს. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ მას "ლეგიტიმური კითხვები აქვს". დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ჩართულობას არ გამორიცხავს, ხოლო პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს, მათ შორის, გახარიასა და ხოჯევანიშვილის ჩართულობაზე.  

პარტია საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ სუს-ის მასალების საქმეზე ხოჯევანიშვილი დააკავონ. თავად ხოჯევანიშვილი TV პირველთან საუბარში ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ისა დაკითხვაზე მივა.


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები