ფარული მოსმენა

პარტია საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ სუს-ის მასალების საქმეზე ხოჯევანიშვილი დააკავონ

ტაბულა

პარტია საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა.

"როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული".- ამბობს ლილუაშვილი. 

თავად ხოჯევანიშვილი TV პირველთან საუბარში ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ისა დაკითხვაზე მივა. 

"დღევანდელი ხელისფულება არის სრულ აგონიაში, მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის შიშზე. თუ რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები ჩვენ ყველა ვიხილავთ. ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ამის მერეც შეიძლება მოვისმინოთ. მაგრამ თუ ზოგადად უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება".- ამბობს ხოჯევანიშვილი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ვარაუდი გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანისვილის ჩართულობასთან დაკავშირებით. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ მას "ლეგიტიმური კითხვები აქვს". დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ჩართულობას არ გამორიცხავს, ხოლო პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს, მათ შორის, გახარიასა და ხოჯევანიშვილის ჩართულობაზე. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები