კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 221 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.54%-ია

Covid 19-ით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 717 ტესტი და დადასტურდა 3 221 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 990 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.54%, ბოლო 14 დღის - 7.58%, ბოლო 7 დღის - 7.44%.

ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 167 გამოვლინდა, აჭარაში - 220, იმერეთში – 498, ქვემო ქართლში – 194, შიდა ქართლში – 279, გურიაში – 71, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 339, კახეთში –  272, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 46, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 42.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 772, საიდანაც 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 539 პაციენტი იმყოფება კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 20 351 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 387 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 585 036 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 287 და გამოჯანმრთელდა 548 951 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღეიდან, 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები