რუსეთი

რუსეთში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 4 ადამიანი

russian.rt

რუსეთში მცირე ზომის თვითმფრინავი L- 410 ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის პილოტი და 3 მგზავრია. 12 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე ბავშვები არ იმყოფებოდნენ.  

ადგილზე დაახლოებით მობილიზებულია 50-მდე მაშველი და 10-მდე ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა და შემდეგ ნაწილებად დაიშალა. 

თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოს დასახლებაში მიფრინავდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები