კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვერიდოთ ტრანსპორტის გადაჭედვას, პირბადე განსაკუთრებით აუცილებელი ატრიბუტია

როდესაც მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს მობილობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მობილობის ზრდა კი რისკია შემთხვევების ზრდის. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ და დავიცვათ პირველ რიგში, პირბადის ტარების რეკომენდაცია ყველგან. განსაკუთრებით არ შეიძლება ტრანსპორტში ადამიანი პირბადის გარეშე იყოს. ეს უნდა გაითვალისწინონ ზედამხედველობის ორგანოებმა, ვინც აკვირდება ამ პროცესს და პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა. არ არის საჭირო ყოველთვის კონტროლი, საჭიროა ჩვენი თვითშეგნება, რომ პირბადე განსაკუთრებით აუცილებელი ატრიბუტია. უნდა ვერიდოთ ტრანსპორტის გადაჭედვას. რამდენადაც ვიცი, უფრო ხშირად იქნება მეტროსადგურში მატარებლების მოძრაობა, შემცირდება ინტერვალი, რაც არ გადაჭედავს ვაგონებს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.  მუნიციპალური ტრასპორტი 13 სექტემბრიდან აღდგება. 

კომენტარები