არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება და ხალხი დაისვენებს

ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს. ყველამ კარგად იცის, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს - ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.  

მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები და ხალხი დაისვენებს. ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუ არჩევნებში ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები