Nord Stream 2

გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასრულდა

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი
ria.ru

დღეს, 10 სექტემბერს გაზპრომის წარმომადგენელმა, ალექსეი მილერმა გამოაცხადა, რომ გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასრულდა.

ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენის მეშვეობით, ყოველწლიურად  55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. პროექტის შესრულებას 3 წელი დასჭირდა. 

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, გაზპრომი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პირველი ხაზით გერმანიისვის ბუნებრივი აირის მიწოდებას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო 1-ლი დეკემბრიდან ორივე ხაზით. 

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – ამობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2021 წლის მარტში.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. 

კომენტარები