ინფლაცია

რუსეთში ინფლაცია 5-წლიან მაქსიმუმზეა

TASS

რუსეთში, აგვისტოში, წლიურმა ინფლაციამ 6.7% შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ინფლაციას ეკონომისტების ნაწილი წინასაარჩევნო პოპულიზმს უკავშირებს და მიაჩნიათ, რომ ახლო მომავალში ინფლაცია კიდევ უფრო, დაახლოებით, 7%-მდე გაიზრდება. 

ინფლაციის სამომავლოდ ზრდის შიშს აღვივებს კრემლის 700 მლრდ რუბლიანი (9.6 მილიარდი აშშ დოლარი) სოციალური დახმარების პაკეტი. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჯარისკაცებისა და პენსიონრებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ დააანონსა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები უკვე აწია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას კიდევ გააკეთებს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რუსეთში 4%-ია. 

კომენტარები