გრიპის ვირუსი

"შემოდგომას შემოვა" – რა ხდება გრიპის ვაქცინაზე

www.collective-evolution.com

"შემოდგომას შემოვა, რაოდენობა ზუსტად არ ვიცით". - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურმა ტაბულას კითხვაზე, თუ როდის და რა რაოდენობით გრიპის ვაქცინა შემოვიდოდა საქართველოში.

ტაბულა დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც, თუმცა გრიპის ვაქცინის მოსალოდნელი დოზებისა და ვადების შესახებ პასუხი ვერც ამ უწყებისგან მიიღო. 

მეორე მხრივ, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვაქცინით აცრისთვის საუკეთესო დროდ სექტემბერსა და ოქტომბერს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი აშშ-ს მთლიანი მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა იყოს აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოზარდებისთვის და ორსულებისთვის ადრეულ ვაქცინაციის რეკომენდაციასაც გასცემს, რაც მოიცავს ივლისსა და აგვისტოს. 

შარშან, 2020 წელს გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინის პირველი 25 000 დოზა საქართველოში 12 ოქტომბერს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯამში 2020 წელს საქართველომ  გრიპის ვაქცინის 250 000 დოზა შეისყიდა.

კომენტარები