გრიპის ვაქცინა

ტიკარაძე: გრიპის ვაქცინის პირველი ნაწილი 1 კვირაში შემოვა, ჯამში 250 000 დოზას ვყიდულობთ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გრიპის ვაქცინის პირველი ნაწილი ქვეყანაში მომდევნო კვირაში შემოვა. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო საერთო ჯამში 250 000 დოზა ვაქცინას ყიდულობს.

"ვაქცინა შეძენილი გვაქვს და კიდევ დამატებითი რაოდენობა გვინდა, რადგან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია ნდობა და სურვილი. შემდეგ ერთ კვირაში ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი იქნება ქალაქში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას". – აღნიშნა ტიკარაძემ. 

გრიპის ვაქცინით, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს, რისკ ჯგუფები აიცრებიან. მათ ჩამონათვალს იმუნიზაციის საბჭო განსაზღვრავს.

კომენტარები