კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დასაშვებია, რომ იყოს მე-5 და შემდგომ მე-6 ტალღებიც

დასაშვებია, რომ იყოს მე-5 და შემდგომ მე-6 ტალღებიც. მოგეხსენებათ, რომ ვირუსულ ინფექციებს აქვთ ასეთი ციკლური მიმდევრობა და ეს სავსებით დასაშვებია. მით უმეტეს, ოქტომბრის ბოლოდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი, როდესაც აქტიურდება სხვადასხვა ვირუსი, თავად კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი, მთავარი – გრიპის ვირუსი. ასე რომ, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის – ვატაროთ პირბადე, რომელიც, სამწუხაროდ, ჩამოვიდა 43%-ზე, მოვუწოდოთ  ყველას, ქუჩაში, ერთმანეთს, რომ გავიკეთოთ პირბადე, ყველაზე დიდი დამცველი საშუალება. აუცილებელია პირბადის ტარების მაჩვენებელი ავიყვანოთ 95%-ზე – თუ ასე იქნება, დეკემბრისთვის 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 1 000  ადამიანი ორჯერადად აიცრება, ესაა ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

ამიტომ, ამ მეხუთე ტალღისთვის, თუ შეიქმნება ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი, ჩავატარებთ მილიონ აცრას ახლა, მილიონს ოქტომბერში, ჩვენ შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მე-5 იქნება თუ მე-6 ტალღას. ამისთვის მთავარია ორი რამე, იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში და ვატაროთ პირბადე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის მოსალოდნელ ტალღებზე საუბრისას.

კომენტარები