კორონავირუსი და შეზღუდვები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრიდან აღდგება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრიდან აღდგება.

"ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ, ოღონდ ეს შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72-საათიანი PCR ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი". – თქვა ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან მუნციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თავდაპირველად შეზღუდვა 4 სექტემბრამდე მოქმედებდა. შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. 

კომენტარები