არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: სატრაბახო არაა, მაგრამ ჩვენი მმართველობისას მოსახლეობა 10 ათასით გაიზარდა

მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ა.შ. ამ დროს, რომ შევადაროთ, წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის დროს, ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს, რა თქმა უნდა, მცირედი ზრდაა და ეს სატრაბახო ნამდვილად არაა, მაგრამ როცა საუბარია ფაქტებზე და სიმართლეზე, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ – ჩვენს მოსახლეობას, 10 ათასით არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ როცა საუბარია ასეთ უსაფუძვლო კრიტიკაზე, აქვე აუცილებელია, ფაქტები მოვიყვანოთ და სიმართლე ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა.

კომენტარები