ინფლაცია

ჯანდაცვა აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, 10.9%-ით გაძვირდა

NHS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8% შეადგინა.

ფასები, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა საქონლისა და მომსახურების ჯგუფზე, მათ შორის, ჯანდაცვის ჯგუფში ფასებმა მოიმატა 10.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.0%) ქვეჯგუფებზე.

კომენტარები