ქართული ოცნება

ზარქუა: ვარექ სი მართალ კოჩ, გახარია

გახარიას კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი. ვარექ სი მართალ კოჩ, გახარია [არ ხარ მართალი კაცი, გახარია] არაფერში არ წერია ეს. ამას შენ სამეგრელოც და ყველა გეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგი. მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან.  

ძალიან ცრუპენტელა კაცი აღმოჩნდა, ძალიან ორპირი.

მიმართავს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ყოფილ პრემიერსა და მოძრაობა საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან "იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე". გიორგი გახარია კი ამბობს, რომ ის "ტყუილებს ყვება". 

კომენტარები