არჩევნები 2021

გახარია კალაძესთან შეხვედრაზე: ტყუილია, ტყუილებს ყვება

ტყუილია, ტყუილებს ყვება. არა, არა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენ წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრას არ ადასტურებს. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კი თქვა, რომ "გიორგი გახარიასთან შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე. ნებისმიერ ადგილზე მოითხოვა შეხვედრა, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა. უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო".

კომენტარები