პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე EU-ს ფინანსურ დახმარებაზე: პარტნიორების მიმართ სილის გაწვნის ტოლფასია

ამ 150 მილიონი ევროს დახმარება არის პირობიანი. ეს პირობები ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა, ვერ კი არა, არ შეასრულა და უბრალოდ დაასწრეს ევროკავშირს იმის თქმა, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანას თანხა არ სჭირდება. ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროკურსის მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ, პარტნიორების მიმართ, შეიძლევა ითქვას, სილის გაწვნის ტოლფასია.

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას. გუშინ, 31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ. EU-ს შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

კომენტარები