საქართველოს საფონდო ბირჟა

ნახევარი წლის შემდეგ, საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველი ტრანზაქცია განხორციელდა 

2021 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა

თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე პირველი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელიც "სს გრინ დაზღვევა საქართველოს" ეკუთვნის და მისი ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. 

მარტში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა. 

2021 წელს სულ 9 გარიგება შედგა, მათი საერთო ღირებულება 102 453 ლარია. 

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 26 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 763 მილიონ დოლარს შეადგენს.

"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები