კორონავირუსი

COVID-19 აღარ არის სოციალურად კრიტიკული დაავადება – დანიაში 12 წელს ზემოთ 80% აიცრა

დანიის ჯანდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს, 26 აგვისტოს, თქვა, რომ, ქვეყნისთვის, სადაც 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% უკვე აიცრა, COVID-19-ი აღარ წარმოადგენს სოციალურად კრიტიკულ დაავადებას. მისივე თქმით, 10 სექტემბრისთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

დანიაში პანდემიის დაწყებიდან დაფიქსირებულია კორონავირუსის სულ 342,866 შემთხვევა, აქედან  2,575 გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 1 000-ია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 10 სექტემბრისთვის დანიაში აღარ იმოქმედებს ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა ღამის კლუბებში და სპორტულ ღონისძიებებზე სპეციალური დოკუმენტების წარდგენა, რაც მოიცავს აცრის სერტიფიკატს, ასევე ტესტის პასუხსაც. 

კომენტარები