ევროპული საქართველო

"ძალიან კარგია" – პრემიერი იმედის მიერ ევროპული საქართველოს რეკლამის დაბლოკვაზე

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან კარგია, რომ ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს რეკლამა "სიძულვილის ენის" მიზეზით დაბლოკა და ეთერში არ გაუშვებს.

"ძალიან კარგია. ასევე, ეს არის დადასტურება პირდაპირ იმისა, უსმინეთ მათ ტელევიზიას და პოლიტიკოსებს, გვაბრალებენ ჩვენ ყველაფერს იმას, რასაც თვითონ სჩადიან, სჩადიოდნენ ფიზიკურად, ასევე ახლა ვერბალურად, ძალადობა, ზიზღი და აგრესია მათგან მომდინარეობს. 

ამის ნათელი მაგალითია მაგალითად, მთავარი არხი და მისი სატელიტი ტელეკომპანიები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან სიძულვილის პროპაგანდას. მანამ, სანამ ნაცმოძრაობა, სააკაშვილი და მისი სატელიტები იქნებიან პოლიტიკაში, ვწუხვარ, ვივარაუდებ, რომ ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდება მათი მხრიდან", - თქვა მან.

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. იმედი ამტკიცებს, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებს. ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს. 

კომენტარები