ევროპული საქართველო

იმედმა ევროპული საქართველოს რეკლამა დაბლოკა – მათი მტკიცებით, "სიძულვილის ენის" გამო

ევროპული საქართველო/კადრი ვიდეოდან

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. იმედი ამტკიცებს, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებს. 

"ტელეკომპანია პირველი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. 

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისათვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა". - ამბობენ ტელეკომოანია იმედში

ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს. 

"ტელეკომპანია იმედმა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ევროპული საქართველოს უფასო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა და მიზეზად სიძულვილი დაასახელა. ევროპული საქართველო სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

მანამდე სხვა არხებით და ინტერნეტით გთხოვთ მოგვმართოთ თუ იცით კორუფციის უტყუარი ფაქტების შესახებ, თუ პოლიტიკური ნიშნით სოციალურ დახმარებას გიხსნიან ან სხვაგვარად გდევნიან. ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე და კორუმპირებული რეჟიმი და ერთად ვიმოძრაოთ საბჭოთა საქართველოდან ევროპულ საქართველოში!". - წერია პარტიის განცხადებაში. 

კომენტარები