არჩევნები 2021

ვაშაძე: მიშელის დოკუმენტი ჩვენთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის და ხალხისთვის, ძალაშია

"ჩვენთვის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ქართული საზოგადოებისთვის შარლ მიშელის დოკუმენტი ძალაშია". – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ტვ პირველის ეთერში თქვა.

"დღეს, როცა საუბარია თუნდაც 43%-იან რეფერენდუმზე, რომელიც ტარდება 2 ოქტომბერს, სწორედ ამ დოკუმენტიდან გადმოდის. მთავარია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და 43%-ზე ნაკლებს რომ მიიღებს ქართულ ოცნება, ამის შემდგომ აუცილებლად იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ყველაფერი არის დამოკიდებული ხალხზე". – ამბობს ვაშაძე. 

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტმა "თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ევროპულმა საქართველონ, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარტიამ - კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. შეთანხმებას ხელი არ მოაწერა არც ენმ-მ, თუმცა, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ

კომენტარები