ყირიმის პლატფორმის ფარგლებში გამართული სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
ამავე ორდენით ზელენსკიმ დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ასევე პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ფინეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის პრემიერმინისტრები.
"საქართველოს პრემიერმინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა". – წერია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.