კორონავირუსი და შეზღუდვები

შრომის ინსპექცია: შეზღუდვების დარღვევის გამო 24 საათში 3, ერთ კვირაში კი 18 ობიექტი დავლუქეთ

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო წუხელ მათ ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების გამო რესტორანი სანსეტ ბათუმი დალუქეს.

"ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო". – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ამასთან, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე. 

კომენტარები