ისრაელი

ისრაელში ვაქცინის მესამე დოზით აცრა უკვე 40 წელს გადაცილებულებსაც შეეძლებათ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა ვაქცინის მესამე დოზა მიიღო
The Times of Israel

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა. გადაწყვეტილება COVID-19-ის დელტა ვარიანტთან ბრძოლისთვის გახდა საჭირო.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი, რომელიც 49 წლისაა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კამერებთან მესამე დოზით აიცრა

"თუკი მესამე დოზით ყველა აიცრებით, მეოთხე ჩაკეტვას თავს ავარიდებთ" – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა. 

"ჩვენ შევძლებთ დელტას დამარცხებას, მაგრამ ყველაფერი ჩვენს კოოპერაციაზეა დამოკიდებული" – დაამატა ნაფთალი ბენეტმა.

აქამდე ისრაელში მესამე დოზით ჯერ 60 წელს გადაცილებულებს, შემდეგ კი 50-ს გადაცილებულებს ცრიდნენ.

ისრაელი 29 ივლისს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხანდაზმულთა Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა.

კომენტარები