ისრაელი

ისრაელში 60 წელს გადაცილებულთათვის COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვეს

BBC

ისრაელი 29 ივლისს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხანდაზმულთა Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა.

ისრაელის ჯანმრთელობის ორმა ორგანიზაციამ, ქლალითმა და მეუჰედეთმა 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია პარასკევს, 30 ივლისიდან დაიწყო. კვირას, 1-ელ აგვისტოს ისრაელის ჯანმრთელობის ორგანიზაცია მაქაბიც ამ ორ კომპანიას მიბაძავს.

მესამე დოზის დაშვება ისრაელში ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო გადაწყდა. ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელში ყოველდღიურად კორონავირუსის 2000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 

მესამე დოზა ჯერ არ დაუმტკიცებია აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას. 

პირველები, ვინც მესამე დოზა მიიღო, ისრაელის ახალი პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი და მისი ცოლი იყვნენ. 

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავრობამ საიდუმლოდ გააფორმა შეთანხმება Pfizer-BioNTech-თან. შეთანხმების მიხედვით, თუკი ისრაელი მოსახლეობისთვის მესამე, ბუსტერ დოზით აცრას დაუშვებს, კომპანია მათ Pfizer-ის ვაქცინებს მომენტალურად მიაწვდის. 

ებრაულ არხ Channel 13-ზე თქვეს, რომ მოლაპარაკებები რეგულარულად მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროსა და Pfizer-BioNTech-ის წარმომადგენლებს, ასევე, უშუალოდ პრემიერმინისტრ ნაფთალი ბენეტსა და კომპანიის დირექტორ ალბერტ ბურლას შორის. 

ამჟამად ისრაელი Pfizer-ის დოზებს აგვისტოს დასაწყისში, ხოლო უფრო დიდ მარაგს ოქტომბერში ელოდება. 

კომენტარები