აშშ

მძღოლი, რომელიც აშშ-ს კაპიტოლიუმის აფეთქებით იმუქრებოდა, პოლიციას ჩაბარდა

CNN

ეჭვმიტანილი, რომელიც ამბობდა, რომ ვაშინგტონში, კონგრესის შენობის მახლობლად მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კონგრესის მიმდებარე ტერიტორია მოქალაქეებისგან უკვე დაცალეს. ბიბლიოთეკასთან გაჩერებული მანქანის მძღოლი კი ბომბით იმუქრებოდა და ხელში, სავარაუდოდ, დეტონატორი ეჭირა. ჯერჯერობით ეჭვმიტანილის მოტივები უცნობია.

კომენტარები