კორონავირუსი და საპატრიარქო

დეკანოზი ილია: COVID-19-ით დღევანდელი სიკვდილიანობა მორალურად მთლიანად ილია მეორის კისერზეა

58 გარდაცვლილი დღეს... ეს რეკორდია საქართველოსთვის. ეს კიდევ გაიზრდება, აცრის უკიდურესად დაბალი რიცხვია ქვეყანაში.

კარგად დაწერა ერთმა ადამიანმა ფეისბუკში: "პატრიარქი როცა კი ცუდად ხდება, ეგრევე სამკურნალოდ მიდის ხან სად და ხან სად... საჯანმრთელო პარაკლისის იმედად არ რჩება (ძალიან კარგად იცის, რაც მოხდება, თუ მაგის იმედად დარჩება). დღეს, იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის ეთქვა, წადით და აიცერითო, პარაკლისები გადაიხადეთო დაავალა ბიჭებს".

არანაირი მადლიერება საბჭოთა პატრიარქისაგან ექიმებისადმი არ ისმის, არადა, ის რომ დღეს ცოცხალია მხოლოდ ექიმების და მედიცინის დამსახურებაა, თანაც ევროპული მედიცინის, გერმანიაში რამდენჯერმე იყო, ჩეხეთშიც ასევე, წინა წლებში. ღმერთის იმედად თუ იყო, მაშ ნუ მიმართავდა ძვირადღირებულ სამედიცინო მკურნალობებს და ევროპაში ნუ ივლიდა ამისთვის. დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა ის კერპი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 88 პროცენტი ემონება.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე. დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევა. 

გუშინ, 18 აგვისტოს ილია მეორემ მღვდელმთავრებს ინფიცირებულებისთვის ლოცვა სთხოვა, ვაქცინაცია კი კვლავ არა. 

კომენტარები