ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ვფიქრობ, 12 წლიდან მოზარდების აცრებს შემოდგომიდან დავიწყებთ

ეს მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც იგივე იხილება.

მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად ფაიზერით და მოდერნათი, ჯერჯერობით, ამ ორი ვაქცინით, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია.

ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის პირების აცრებს

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოზარდების აცრაზე. ამ დრომდე, საქართველოში ჩინური ვაქცინებით აცრები 18 წლიდან მიმდინარეობს, ფაიზერით - 16 წლიდან, ხოლო ასტრაზენეკათი - 45 წლიდან.

კომენტარები