თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: ეს ხელისუფლება 40%-თან ახლოსაც ვერ მივა, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული

მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს. მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მივა 40%-მდე. ამაში როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. 

დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს, მცხეთელებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცხეთის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი და მელია მცხეთაში მოსახლეობას შეხვდნენ. 

კომენტარები