რეგიონების განვითარების 10-წლიანი გეგმა

ინფრასტრუქტურის მინისტრი: 2030 წელს მთელი ქვეყანა წყლით იქნება უზრუნველყოფილი

ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების პროექტს, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე არის იმ ხელშეკრულების ღირებულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 79 კილომეტრის ქსელი მოეწყობა, გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ჭაბურღილს და დაემატება 3 ახალი ჭაბურღილი, ასევე დაემატება ახალი რეზერვუარები და შესაბამისად, თელავის მოსახლეობას სრულად ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. საორიენტაციოდ 450 დღე, ანუ დაახლოებით 15 თვეა სამუშაოების პერიოდი, საგარანტიო ვადაა ასევე გათვალისწინებული 1-წლიანი.

[...] ჩვენი ამჟამინდელი პროექტები, რეალურად, 150 მდებარეობაში მიმდინარეობს, 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. წყალმომარაგების ჩვენი 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება მომარაგებული სტანდარტის შესაბამისი წყლით 24-საათიანი რეჟიმში და 2030 წლისთვის მთელი ქვეყანა იქნება სტანდარტის შესაბმისი წყლით უზრუნველყოფილი.

თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები