უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

Reuters

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეების მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობის შემდეგ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქტივისტები პოლიციას ჯოხებით და ქვებით დაუპირისპირდნენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების დროს 8 პოლიციელი დაშავდა. მათ უმეტესობას თვალები აქვს დამწვარი, რადგან ცრემლსადენ გაზს აქტივისტებიც იყენებდნენ. უწყების ცნობით, მომიტინგეებთან შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ჩხრეკის დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

აქცია მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური კორპუსის ორგანიზებით გაიმართა. ისინი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების გეგმას აპროტესტებდნენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ შეტაკებისას ძალადობა პოლიციის მიერ იყო პროვოცირებული.

კომენტარები