მოქალაქეები

"რეზო ამაშუკელმა დამარქვა თრიალეთის კოდალა" – ელისაშვილის პარტიის ახალი სიმბოლო

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ახალი სიმბოლო – კოდალა წარადგინა. ელისაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ მას პოეტმა რეზო ამაშუკელმა თრიალეთის კოდალა დაარქვა. ელისაშვილი თვლის, კოდალა საქმიანი ფრინველია, ძალიან "ტვინის ბურღია" და ტყეში კეთილ საქმეს ეწევა. 

"მინდა, ძალიან დიდი, გულითადი მადლობა ვუთხრა რეზო ამაშუკელს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დამარქვა თრიალეთის კოდალა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ არსებობს ასეთი ჯიშის კოდალა, მარტო თრიალეთზე გავრცელებული, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, ქართლელი რომ ვარ, ამიტომ დამარქვა. ყოველ შემთხვევაში ახლა გასაგებია ინსპირაცია რაც იყო – ცხვირი. თანდათან ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენთან, პარტიაში ახალი პარტიული სიმბოლოც გამოიკვეთა, კოდალა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი, საქმიანი და საჭირო ფრინველი. გარდა იმისა, რომ იმასაც დიდი ცხვირი აქვს და უკაკუნებს, არის ძალიან მშრომელი, არის ძალიან ტვინის ბურღი და, რაც მთავარია, ძალიან კეთილ საქმეს ეწევა ტყეში.

გარდა იმისა, რომ მე ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, კოდალასი არ იყოს, აი, ასეთი მშრომელი და ტვინის ბურღი ხალხი ვართ პარტიაში შეკრებილები და გვინდა, რომ ყველას გავუბურღოთ ტვინი, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც". – თქვა ელისაშვილმა. 

კომენტარები