კორონავირუსი და შეზღუდვები

"ბუტაფორიულ ნაბიჯს ეწირება მთელი ინდუსტრია" – ფესტივალი ROKVA 2021 აღარ გაიმართება

ფესტივალი ROKVA 2021 – back to Magic Mountain/Shovi აღარ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები წერენ, რომ ღონისძიების გაუქმების მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვებია. 

​"ამ მოცემულობით უგულებელყოფილია ყველა შეთანხმება, დაპირება და შეგულიანება, რომელიც ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გვქონდა მიღებული და ვართ კოლოსალური მასშტაბის უკვე არსებული და დამატებით – სამომავლო დანაკარგების წინაშე. პანდემიური ვითარების ადეკვატური მართვის ნაცვლად, უკანასკნელ მომენტში კერძო სექტორის ერთადერთი დარჩენილი ღონისძიებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ცალსახა ბუტაფორიული ნაბიჯია და ამას ეწირება არა მხოლოდ ჩვენი ROKVA ფესტივალი, არამედ მთელი ინდუსტრია". – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ორშაბათს, 16 აგვისტოს გაავრცელებენ.

კომენტარები