დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა კაცობრიობის გადასარჩენად

ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი საშუალება არათუ ცალკეული ადამიანების, არამედ კაცობრიობის გადასარჩენად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მსხვერპლი. ასეთ დროს, დღეს გამოიცა პატრიარქის მიმართვა საზოგადოებისადმი ვაქცინაციის შესახებ, სადაც ის საუბრობს ძალიან ბევრ რამეზე, მაგრამ მთავარზე არ საუბრობს, რაზეც პატრიარქი და ზოგადად სასულიერო პირი უნდა საუბრობდეს, რომ ეკლესიურად, საღვთისმეტყველო სწავლების მიხედვით, დოგმატიკის მიხედვით, მამათა სწავლების მიხედვით, შესაძლებელი არის თუ არა ვაქცინის გაკეთება, არის თუ არა ვაქცინა სატანური, არის თუ არა ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი და ასე შემდეგ. აი, ამ ყველაფერზე დუმს კათოლიკოს-პატრიარქი და სამაგიეროდ ამბობს, რომ ეს არის ნებაყოფლობითი და პატრიარქი აიცრება თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობისთვის. ეს ძალიან აღმაშფოთებელია.

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ კომენტარი ფორმულას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები