კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ვმუშაობთ სივრცეების მობილიზებაზე, სადაც, შესაძლოა, საველე ჰოსპიტლები გაიხსნას

ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს გარკვეული სივრცეების მობილიზებაზე, სადაც ე.წ საველე ჰოსპიტლების გახსნის ალბათობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ. თუმცა, ჩემთვის, რა თქმა უნდა,  ეს არის ძალიან არასასურველი სურათი და მეორე ტალღის პერიოდშიც მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ისე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას. სწორედ ამიტომ ეს შედარებით უფრო მკაცრი განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ საველე ჰოსპიტალები ავირიდოთ თავიდან.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები