საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 13 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აცრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
"13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს". – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
დეკანოზი ანდრია, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ პატრიარქი 13 აგვისტოს Pfizer-ის ვაქცინით იცრება.