კორონავირუსი და შეზღუდვები

ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტი ₾10 000-ით დაჯარიმდება, გამეორებისას დაილუქება

luxuryresortphotography.com

ქორწილის, ქელეხის, იუბილეს და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდებიან, გამეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით მსგავსი ღონისძიებების გამართვა აკრძალულია.

10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კომენტარები