ვაქცინაცია საქართველოში

Atsrili.ge – პლატფორმა, რომელიც აცრილ მოქალაქეებს სხვადასხვა კომპანიაში ფასდაკლებას სთავაზობს

Atsrili.ge

პლატფორმა Atsrili.ge კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს სხვადასხვა კომპანიაში ფასდაკლებას სთავაზობს. საიტის შემქმნელების ინფორმაციით, კომპანიები აქტიურად ერთვებიან ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში. 

"ვაქცინა გვიცავს, ჩვენც დავიცვათ ერთმანეთი!

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აქტიურად ერთვებიან ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელ კამპანიაში და ვაქცინირებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.  ასეთი კომპანიებისა და შეთავაზებების ნახვას დღეიდან ჩვენს პლატფორმაზე შეძლებთ". – წერენ საიტის შემქმნელები. 

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 641 242 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი. 

კომენტარები